Wednesday, July 6, 2011
სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება
ჰაერის დაცვა
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით;
სუფთა ჰაერი ჩემი უფლებაა, ჰაერის დაცვა- ჩემი მოვალეობა.
პროექტის აქტუალობა:
თანამედროვე პირობებში ჰაერის დაბინძურების მიზეზები და მათი თავიდან აცილება.
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლემ გააცნობიეროს, რომ ჰაერის სისუფთავის დაცვა თავისი სიცოცხლის დაცვაა და განახორციელოს აქტივობები მის დასაცავად,
ჰაერის სისუფთავის დასაცავად მოსწავლეებში კვლევითი და თანამშრომლომლობითი უნარების ჩამოყალიბება, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უნარ-ჩვევის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი:
VIII კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ ჰაერის სისუფთავის დაცვა თავისი სიცოცხლის დაცვაა და მის გაუმჯობესებსზე ზრუნვა ყველას ვალია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა.ინტერნეტი, დაფა, ცარცი, რვეულები.საწერი საშუალებები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეთა სიმცირის გამო კლასში ერთი ჯგუფი შეიქმნება, შეირჩევა თემა, შემუშავდება გეგმა, მოხდება ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება(ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე/ ვინ არიან შემსრულებლები/ ვინ, რას და როდის აკეთებს/) და დაევალებათ ინფორმაციის მოძიება შემდეგ კითხვებზე. როგორია სუფთა ჰაერის შედგენილობა,რა მავნე გავლენას ახდენს მავნე აირი ადამიანის ჯანმრთელობაზე,როგორ ხდება დიდი ქალაქების გაწმენდა მავნე აირებისაგან,ვინაწესებს საქართველოში ჰაერის დაბინძურების ზღვარს, რა გზით(კანონების გამოცემით, ჯარიმების დ აწესებით,ფართო მასების ეკოლოგიური განათლებით,ტელეგადაცემებით) შეიძლება ჰაერის სისუფთავის რეგულირება/.შევსება ცხრილის-როგორ ასრულებ შენს მოვალეობას, დაიცვა ჰაერის სისუფთავე.
მოსწავლეებს დაევალებათ მოპოვებული მასალების წარდგენა და მისი პრეზენტირება.
მოსწავლეები შეფასდებიან მოპოვებული მასალის ხარისხითა და პრეზენტირებით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფიასთან-ატმოსფეროს შემადგენლობა,, ბიოლოგიასთან-სუნთქვა ფიზიკასთანა-წვა და მათემატიკასთან-პროცენტის გამოთვლა,
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან-სტანდარტი ბუნ.VIII.12
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ქიმიის მასწავლებელი-ნელი სულხანიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
nelisulxanishvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
nelisulxanishvili.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)