Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა



პროექტის სახელწოდება
ჰაერის დაცვა
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2  წინადადებით;
სუფთა  ჰაერი ჩემი  უფლებაა, ჰაერის დაცვა- ჩემი მოვალეობა.
პროექტის აქტუალობა:
თანამედროვე  პირობებში ჰაერის დაბინძურების მიზეზები  და მათი თავიდან აცილება.
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლემ გააცნობიეროს, რომ ჰაერის სისუფთავის დაცვა თავისი სიცოცხლის  დაცვაა და განახორციელოს აქტივობები მის დასაცავად,
ჰაერის სისუფთავის  დასაცავად  მოსწავლეებში კვლევითი  და თანამშრომლომლობითი  უნარების ჩამოყალიბება, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უნარ-ჩვევის განვითარება.
მონაწილეთა ასაკი:
VIII კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ ჰაერის სისუფთავის  დაცვა თავისი სიცოცხლის  დაცვაა   და მის გაუმჯობესებსზე ზრუნვა ყველას ვალია.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა.ინტერნეტი, დაფა, ცარცი, რვეულები.საწერი საშუალებები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მოსწავლეთა სიმცირის გამო  კლასში ერთი ჯგუფი შეიქმნება, შეირჩევა თემა, შემუშავდება გეგმა, მოხდება ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება(ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე/ ვინ არიან შემსრულებლები/ ვინ, რას და როდის აკეთებს/) და დაევალებათ ინფორმაციის მოძიება შემდეგ კითხვებზე. როგორია სუფთა ჰაერის შედგენილობა,რა მავნე გავლენას ახდენს მავნე აირი ადამიანის ჯანმრთელობაზე,როგორ ხდება დიდი ქალაქების გაწმენდა  მავნე აირებისაგან,ვინაწესებს საქართველოში ჰაერის დაბინძურების ზღვარს, რა გზით(კანონების გამოცემით, ჯარიმების დ აწესებით,ფართო მასების ეკოლოგიური განათლებით,ტელეგადაცემებით) შეიძლება ჰაერის სისუფთავის რეგულირება/.შევსება ცხრილის-როგორ ასრულებ შენს მოვალეობას, დაიცვა ჰაერის სისუფთავე.
მოსწავლეებს დაევალებათ მოპოვებული მასალების წარდგენა  და მისი პრეზენტირება.
მოსწავლეები შეფასდებიან მოპოვებული მასალის ხარისხითა და პრეზენტირებით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფიასთან-ატმოსფეროს შემადგენლობა,, ბიოლოგიასთან-სუნთქვა ფიზიკასთანა-წვა და მათემატიკასთან-პროცენტის გამოთვლა,
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან-სტანდარტი ბუნ.VIII.12
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ქიმიის მასწავლებელი-ნელი სულხანიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:

nelisulxanishvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
nelisulxanishvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment